პუტინმა შესაძლოა მობილიზაციის მეორე ტალღა გამოაცხადოს

18 იანვარი 2023, 11:06 405 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა შესაძლოა მობილიზაციის ახალი ტალღა უკვე დღეს გამოაცხადოს და ოფიციალურად გამოუცხადოს ომი უკრაინასაც  - ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი 18 იანვარს პეტერბურგში სიტყვით გამოვა. პუტინს უყვარს სიმბოლური თარიღების გამოყენება რუსი ხალხისადმი მიმართვისთვის და ზოგიერთმა რუსმა ომის მომხრე ბლოგერმა აღნიშნა, რომ ის გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ან გამოაცხადოს მობილიზაცია ან ომი უკრაინასთან“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

მანამდე უკრაინული და დასავლური სპეცსამსახურები მოსახლეობას აფრთხილებდნენ პუტინის მზადების შესახებ, რომ ის გეგმავდა ახალ მობილიზაციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი