უკრაინელებმა რუსეთის შეტევა ბახმუტსა და კიდევ 8 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

18 იანვარი 2023, 10:04 428 ნახვა

გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 6 სარაკეტო დარტყმა, მათგან 3 - კრამატორსკის და კუპიანსკის სამოქალაქო ობიექტებზე, 14 საავიაციო დარტყმა და 95 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით  - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მტერი წარუმატებლად უტევს ავდეევკის მიმართულებას.

მათივე განმარტებით, ვითარება უცვლელია ვოლინის, პოლესკის, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში