დნიპროში 14 იანვარს რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვია.
სხეულის დაზიანება 80-ზე მეტმა პირმა მიიღო. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 გადარჩენილის ამოყვანა შეძლეს.
შემთხვევის ადგილას სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.