საქართველოს სუპერთასი ახალი ფორმატით გაიმართება და მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს

16 იანვარი 2023, 15:59 887 ნახვა

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში მონაწილეობას ოთხი გუნდი მიიღებს.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.

მსგავსი ფორმატით მაგალითად ესპანეთის სუპერთასი თამაშდება, სადაც ნახევარფინალური და ფინალური მატჩია.
ოთხთატურნირზე ევროთასების საგზურის მფლობელი სამი გუნდი და საქართველოს თასის გამარჯვებული ითამაშებს. 

აქამდე სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და თასის გათამაშების გამარჯვებული უპირისპირდებოდნენ.

2023 წლის სუპერთასის გათამაშება ზაფხულში, ევოროთასების საკვალიფიკაციო ეტაპების დაწყებამდე გაიმართება.

ცნობილი გახდა ნახევარფინალური წყვილების ვინაობა:

  • გორის „დილა“ - „დინამო“ თბილისი;
  • ქუთაისის„ტორპედო“ - „დინამო” ბათუმი.

წყვილში გამარჯვებული გუნდები ფინალში ითამაშებენ დამარცხებულები კი მესამე ადგილოსნის ვინაობას გაარკვევენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი