თურქეთი მზად არის რუსეთის მარცვლეული ფქვილად აქციოს და შემდეგ აფრიკის ღარიბ ქვეყნებში საჭიროების შესაბამისად გააგზავნოს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, გლობალურ პოლიტიკაში თურქეთის ადგილი და პოზიცია განსხვავებულია და სწორედ თურქეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის პრობლემა მოაგვარა.