ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება.
იენს სტოლტენბერგმა უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა ომის გადამწყვეტი ფაზაა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მნიშვნელოვანია. აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მეტი სამხედრო დახმარება იქნება უზრუნველყოფილი უკრაინისთვის.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს, სტოლტენბერგის თქმით, რისკი მაღალი არ არის, რუსეთის პრეზიდენტმა კი უკრაინაზე თავდასხმით შეცდომა დაუშვა.