ბორელი დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა

16 იანვარი 2023, 10:55 2984 ნახვა

დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება.

„რუსეთის არაჰუმანური აგრესია პირდაპირ ესხმის თავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება“ - წერს ბორელი ტვიტერზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი