სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა გასული დღის განმავლობაში, ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში განხორციელებული იერიშის შედეგად.
ახლო აღმოსავლეთში საჰაერო თავდასხმების ტალღა ხან იუნისის სამხრეთით, ლტოლვილთა ბანაკზე გრძელდება. აფეთქებების ხმა ისმის ღაზაშიც.
ნასერის საავადყოფო, რომელიც ხან იუნისში მდებარეობს, ამ დროისვის ერთადერთი მოქმედი საავადმყოფოა, რომელიც დევნილი პალესტინელების თავშესაფრად გადაიქცა.