რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 130-მდე საჰაერო იერიში მიიტანა

15 იანვარი 2023, 14:05 494 ნახვა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო თავდასხმის საფრთხე. გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტმა უკრაინის მიმართულებით 130-მდე საჰაერო შეტევა განახორციელა.

სუმის ოლქის საზღვართან 63 დარტყმა, რის შედეგადაც დაიჭრა 1 მშვიდობიანი მოქალაქე. აგრესორმა დაბომბა საცხოვრებელი უბანი ხერსონში, დაშავდა 2 ადამიანი. ნიკოპოლის რაიონი ღამით 3-ჯერ დაიბომბა.

ხარკოვისა და კიევის ოლქებში კი მასობრივი დარტყმების გამო ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ კვლავ რთული ვითარებაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი