ბათუმში, მიტოვებულ შენობაში ნარკომანების ბუდე გაჩნდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც დაინახავთ უამრავ გამოყენებულ შპრიცს ფეხბურთის მოედანთან ახლოს, სადაც მოზარდები ყოველდღიურად თამაშობენ.
სპეციალისტებიც და მოქალაქეებიც თანხმდებიან, რომ აუცილებელია მკაცრი პრევენციული ზომების მიღება, თუმცა ამასთან ფსიქოლოგები ოჯახების დიდ როლზე საუბრობენ.