თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს

13 იანვარი 2023, 11:00 576 ნახვა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს სტოკჰოლმში გამართულ  დემონსტრაციასთან დაკავშირებით, რომელზეც  აქციის მონაწილეებმა  პრეზიდენტ ერდოღანის ფიტულა ფეხებით დაკიდეს. 

შვედეთი ცდილობს  მოიპოვოს თურქეთის მხარდაჭერა ნატოში გაწევრიანების გზაზე, რომელზეც განაცხადი   გასულ წელს უკრანაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ შეიტანა. 

ანკარა შვედეთისგან  მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს ქურთ ტერორისტებთან და მათ ორგანიზაციასთან  დაკავშირებით,  რომელსაც  თურქეთი 2016 წლის  გადატრიალების  მცდელობაში ადანაშაულებს.

ფინეთმა და შვედეთმა 2022 წელს თურქეთთან სამმხრივი შეთანხმება გააფორმეს მათი ნატოში გაწევრიანებაზე ანკარის წინააღმდეგობების დასაძლევად. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი ელჩის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების ფაქტს ადასტურებს,  თუმცა მიზეზის კომენტირებისგან თავს იკავებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი