პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთის მუდმივმა პრობლემებმა უკრაინაში, სავარაუდოდ, რუსეთის უმაღლეს სამხედრო სარდლობაში რყევები გამოიწვია. პენტაგონის პრესმდივანმა ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა უკრაინაში თითქმის ერთწლიანი შეჭრის შემდეგ ფრონტზე ვითარების კონტროლისთვის ახალი გენერლების დანიშვნის ნაცვლად მოსკოვს ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ოთხშაბათს რუსეთმა გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დანიშნა უკრაინაში სამხედრო კამპანიაზე პასუხისმგებლად. მხოლოდ გასული წლის ოქტომბერში რუსეთმა ამ პოზიციაზე სერგეი სუროვიკინი დანიშნა. სუროვიკინი ახლა გერასიმოვის მოადგილედ დარჩება.
პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სოლედარი რუსულმა ძალებმა აიღეს. მისი თქმით, პენტაგონი ფოკუსირებულია უკრაინასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაგრძელებაზე, რათა უკრაინამ უსაფრთხოებისთვის საჭირო დახმარება მიიღოს.