თავდაცვის ახალი კოდექსი - შეფასებები

12 იანვარი 2023, 20:01 453 ნახვა

თუ კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს  ცალკეული პირი ფიქტიური  „რელიგიური ორგანიზაციების“ დახმარებით სამხედრო სამსახურის  თავს ვეღარ აარიდებს.  ახალი კოდექსით დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას არ ექნება.  

ასევე  მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.

თავდაცვის კოდექსის პროექტი  უწყებამ პარლამენტს  გასული წლის  ბოლოს წარუდგინა, მისი მიღება საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.

კანონპროექტი თავდაცვის  მინისტრის მოადგილემ  სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს გააცნო.

თავდაცვის ახალ კოდექსს აკრიტიკებენ პოლიტიკურ პარტია “გირჩში“, რომლის რელიგიური ორგანიზაცია “ბიბლიური თავისუფლება“ სავალდებულო სამხედრო სამსახურს წლებია აპროტესტებს.

იაგო ხვიჩიას თქმით, სამხედრო რეფორმა არა ჯარის გაძლიერების, არამედ “გირჩის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი თავდაცვის სამინისტროს კანონპროექტს მხარს უჭერენ და მიიჩნევენ, რომ საჭიროა ჯარში გაწვევიდან თავის არიდების მექანიზმები კანონის ჩარჩოში მოექცეს.

ოპოზიციის ნაწილი ზოგადად სავალდებულო სამხედრო გაწვევის ნაცვლად საკონტრაქტო სისტემის მომხრეა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმა რამდენჯერმე დაანონსდა.

თავდაცვის კოდექსზე მუშაობა 1 წელია მიმდინარეობს, პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მისი განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში