სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, გამარტივებულად გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი - ილია დარჩიაშვილი

12 იანვარი 2023, 17:49 1000 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სომხეთის რესპუბლიკაში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ ერთი მხრივ შეფასდეს ის ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც გასული წლის განმავლობაში არსებობდა ორ ქვეყანას შორის და მეორე მხრივ დაიგეგმოს, იდენტიფიცირება მოხდეს იმ მნიშვნელოვანი საკითხების, რომელიც არის დღის წესრიგში და კომისიის მუშაობის შედეგად უკვე მომავალ წელს იმ იდენტიფიცირებული საკითხების გარშემო მოხდეს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივების დოკუმენტს. ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, უკვე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული ID ბარათებით გადაკვეთონ ორი ქვეყნის საზღვარი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ეკონომიკური კომისიები ორ ქვეყანას შორის. ამ კომისიებს უკვე ტრადიციული სახე მიეცა, რაც ძალიან ეხმარება შესაბამის სამინისტროებს იმისთვის, რომ მათი მუშაობა იყოს კიდევ უფრო შედეგიანი, კონკრეტული ხელშესახები შედეგების მომტანი ორი ქვეყნისთვის,“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი