ტექდათვალიერების სერვისის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა

12 იანვარი 2023, 14:30 873 ნახვა

ტექდათავლიერების სერვისის ხელმისაწვდომობას ითხოვენ ავტომფლობელები აჭარის მაღალმთიანეთში. ხულოსა და შუახევში შესაბამისი ცენტრები არ ფუნქციონირებს, რის გამოც ტრანსპორტის ტექდათვალიერების გასავლელად ბათუმში ჩამოსვლა უწევთ, რაც  მძღოლების თქმით,  ფინანსურად აზიანებთ. 

საქართველოს  ავტომობილების ინსპექტირების ასოციაციაში განმარტეს, რომ მობილური ინსპექტირების ცენტრების მოწყობა კომპანია  ,,გრინვეის“ ვალდებულებაა - მთიანი  მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მომსახურებაზე კი ის ჯერ-ჯერობით არ მუშაობს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ  რეფორმა უნდა გადაიხედოს და მოძრავი ხაზი  ამუშავდეს მუნიციპალიტეტებშიც.  

უწყებაში არ გამორიცხავენ,  რომ თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ  შეასრულებს ვალდებულებას, მობილური მომსახურების სერვისი ტენდერით სხვა კერძო კომპანიას გადაეცეს.   

,,გრინვეის“  პოზიციას შემდეგ გამოშვებაში შემოგთავაზებთ,    კომპანიაში განაცხადეს, რომ  დეტალურ ინფორმაციას  უახლოეს  საათებში მოგვაწვდიან.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში