პოდოლიაკის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

12 იანვარი 2023, 14:43 500 ნახვა

ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა განაცხადა.

მიხაილო პოდოლიაკის თქმით,  საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმება შეუძლებელია, რადგან “ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან”.

სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში პირდაპირი ჩარევის მორალური უფლება არ აქვს უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანს - ასე აფასებენ პოდოლიაკის განცხადებას საქართველოში.

ქართველი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველომ უკრაინას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია, რაც კიდევ გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი