ლანჩხუთში, ქარმა ხე წააქცია და ავტომანქანას დაეცა - დაშავებულია ერთი ადამიანი

12 იანვარი 2023, 14:23 711 ნახვა

ლანჩხუთში, ძლიერი ქარის შედეგად, ერთი მოქალაქე დაშავდა. სტიქიის გამო, ქალაქში რამდენიმე ხე წაიქცა.

ცენტრალურ გზაზე, ხე ავტომანაქანას დაეცა. დაშავებულია 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დამატებითი კვლევების მიზნით ქუთაისშია გადაყვანილი.

როგორც მერიაში ამბობენ, ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში 40 ხე წააქცია, დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.

ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს.

მერიის ინფრომაციით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

 

 

 

 

ფოტო: ლანჩხუთის მერია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი