სოლედარში მძიმე შეტაკებებია

11 იანვარი 2023, 10:12 498 ნახვა

უკრაინის აღმოსავლეთში  ქალაქ სოლედარის ოკუპანტების ხელში გადასვლას არ ადასტურებს უკრაინული მხარე. მძიმე ბრძოლების გამო ქალაქიდან მშვიდობიანი   მოსახლეობის ევაკუაცია  ამ დროისთვის შეუძლებელია.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით, სოლედარში ახლა 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.  მისი თქმით, ქალაქში დარჩენილი მოქალაქეები სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრობენ, რადგან ქალაქში არც ერთი შენობა არ არის გადარჩენილი. სოლედარზე, რომელიც ბახმუტის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრში მდებარეობს, ბოლო 24 საათში ასამდე დარტმა მიიტანეს.

რუსულმა ძალებმა პიროტექნიკის საწყობი ააფეთქეს ხარკივში. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი