კალიფორნიაში სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

11 იანვარი 2023, 10:09 419 ნახვა

17 ადამიანი დაიღუპა კალიფორნიაში  ძლიერი შტორმის შედეგად.   გადაუღებელმა  წვიმებმა   წყალდიდობა გამოიწვია. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი. შტორმის შედეგად შეფერხებულია ენერგომომარაგება. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროხაზების გამო 230 ათასი აბონენტი დენის გარეშეა დარჩენილი.

სინოპტიკოსები კალიფორნიის შტატის დიდ ნაწილში უხვ ნალექს ისევ პროგნოზირებენ. მოსალოდნელია ღვარცოფი და მეწყერი.

წყალდიდობის საფრთხე ემუქრება ლოს ანჯელესის შემოგარენსაც. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი