გაწმენდითი სამუშაოები ხულოში

10 იანვარი 2023, 14:25 605 ნახვა

სწორედ მოყინული გზების გამო ხულოში მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაა დასაშვები, მძღოლებს კი აჭარის  საგზაო  დეპარტამენტი მოუწოდებს სიფრთხილისკენ.    

ცენტრალური გზები  გაწმენდილია,   მაგრამ  ლიპყინულის გამო მაღალი  ზონის სოფლებში  თოვლის საფარმა  ნახევარ მეტრს გადააჭარბა.   ამ დროისთვის გაწმენდილია  გზები, რომლებიც სოფლებს  ადმინისტრაციულ ერთეულებთან  აკავშირებს. მიმდინარეობს  შიდა სასოფლო გზების თოვლის საფარისგან გასუფთავება. 

ელექტროენერგია  არ მიეწოდება ხულოში დანისპარაულსა და გელაურას.

თოვლი მოვიდა  შუახევშიც. აქაც უხვი ნალექის გამო  ბარათაულს, ვანსა  და ნაღვარევს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი