კალიფორნიაში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

10 იანვარი 2023, 10:39 501 ნახვა

12 ადამიანი დაიღუპა,  25 ათასამდე  კი იძულებულია საცხოვრებელი ადგილი დატოვოს კალიფორნიაში ძლიერი წყალდიდობისა და ღვარცოფის მაღალი საფრთხის გამო. სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა კალიფორნიის შტატის 17 რეგიონში, მათ შორის მთლიანად ქალაქ მონტესიტოსა და სანტა ბარბარას  მიმდებარე სანაპირო რაიონებში მას შემდეგ, რაც აშშ-ს წყნარი ოკეანეში წარმოქმნილი მორიგი ქარიშხალი მიუახლოვდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეომასალაზე ასახულია დატბორილი გზები და სახლები სანტა-ბარბარაში. ტვიტერზე ცნობილმა ამერიკელმა კომიკოსმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა კალიფორნიის ქალაქ მონტესიტოში საკუთარ ეზოში გადაღებული ვიდეოსელფი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას აჩვენა, რომ პატარა ნაკადულის ნაცვლად უკვე ნიაღვარი მოედინება.  

მსახიობი ევაკუაციას არ დაექვემდებარა, რადგან მისი სახლი შემაღლებულ ადგილზეა და ფიქრობს, რომ დატბორვის საფრთხე არ ემუქრება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი