ლუკა ზარანდია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს

10 იანვარი 2023, 10:11 438 ნახვა

26 წლის ქართველი თავდამსხმელი ლუკა ზარანდია ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს. კლუბის პრეზიდენტის არჩილ ბერიძის განცხადებით ვიცე ჩემპიონმა ფეხბურთელი კონტრაქტი 1+1 ოფციონის სისტემით გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზეც გაყვება.

ლუკა ზარანდია ბოლო პერიოდში პოლონეთში, კელჩესკორონაში“ თამაშობდა. 2022 წლის ბოლოს კი მან პოლონურ კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდა.

კარიერა 2012 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ დაიწყო. თამაშობდა ბელგიურ „გენკში“, შემდეგ პოლონურ გდინიას „არკაში“, სადაც ერთხელ პოლონეთის თასს დაეუფლა ხოლო ორჯერ სუპერთასს. 2019 წელს ბელგიური „ზოლტე-ვარეგემის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა და ბოლოს პოლონურ „კორონამდე“, ყაზახეთის გუნდ „ტობოლში“ თამაშობდა.

2018 წელს კი ლუკა ზარანდიას საქართველოს ნაკრების მაისურით ორი მატჩი აქვს ჩატარებული, როდესაც ნაკრებს ვლადიმერ ვაისი წვრთნიდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი