ბათუმის „დინამო“ თურქეთში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

10 იანვარი 2023, 11:01 580 ნახვა

საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" ახალი სეზონისთვის უკვე ემზადება. გია გეგუჩაძის გუნდმა რამდენიმე ტრანსფერი უკვე დაადასტურა და კლუბი არაერთმა მოთამაშემაც დატოვა.

როგორც უკვე ცნობილი გახლდათ, ბათუმელები თურქული შეკრების ფარგლებში 20 იანვარს პოლონურ "ვიძევ ლოძის" დაუპირისპირდებიან.

სერბული გამოცემების ინფორმაციით, 26 იანვარს ბათუმის "დინამოს" მეტოქე კი "ნოვი პაზარი" იქნება. ეს გუნდი სერბეთის სუპერლიგის გათამაშებაში 31 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი