ხულოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

07 იანვარი 2023, 18:09 926 ნახვა

კვლავ ინტენსიური თოვა და ქარბუქია მაღალმთიან აჭარაში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს მიაღწია, დაბალ ზონაში 20 სმ-მდეა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით უწყების ტექნიკა დილიდან სხვადასხვა მიმართულებით გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.

რაც შეეხება ცენტრალურ გზას მოძრაობს ორხიდიანი ავტომობილები ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

თოვლმა დააზიანა ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ინფრასტრუქტურა, რის გამოც დენი არ მიეწოდება რიყეთის ღორჯომისა და დიოკნისის თემებს. შიდა საუბნო გზები იწმინდება შუახევშიც. რაც შეეხება კურორტ გოდერძისკენ მიმავალ გზას აქ  მხოლოდ მაღალი გამავლობის ტექნიკისთვისაა მოძრაობა დასაშვები რეკომენდირებულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებიც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში