რასმუსენი ტაივანის გამო ჩინეთს აფრთხილებს

05 იანვარი 2023, 14:16 530 ნახვა

ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა  ტაივანში ვიზიტის დროს ჩინეთი  მძიმე ეკონომიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუკი პეკინი თვითმმართველი ტაივანის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯს გადადგას.

რასმუსენმა პარალელი გაავლო უკრაინაში რუსეთის  სამხედრო შეჭრასა  და ტაივანის მიმართ ჩინეთის სამხედრო აგრესიას შორის და აღნიშნა, რომ მსოფლიოს დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ იმაზე, რომ უზრუნველყონ უკრაინის გამარჯვება და აღკვეთონ ტაივანზე ჩინეთის თავდასხმა.

ჩინეთი ტაივანს  საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს დემოკრატიული კუნძულის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად,  ბოლო სამი წლის განმავლობაში აძლიერებს ზეწოლას ტაივანზე. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი