საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქ ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურდა - ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსული ძალები ბახმუტს მუდმივად ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.
კირილენკოს განცხადებით, უკრაინელი დამცველები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.