საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს ქედაში, ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილია საშობაო ბაზრობა,ბავშვებისათვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც ზღაპრის გმირები და ანიმატორები, პატარების განწყობაზე ზრუნავენ. ჩატარდა ილუზიონისტთა შოუ. მოეწყო, მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა და ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდება, რომელიც დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიება "ახალი წლის დღეები საქართველოში" პრემიერ მინისტრის ინიციატივით ტარდება.