კონცერტი ევროპის მოედანზე

03 იანვარი 2023, 10:53 524 ნახვა

ბათუმში ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების   ციკლს დღეს   საღამოს ჯგუფები  და ბენდები  გააგრძელებენ. მაყურებლის განწყობაზე ამჯერად   ბენდები  ,,კონიაკი''  და  ''რეინ სითი“ , ასევე  დიჯეი თროფი ოფ იზრუნებენ.  კონცერტი დღესაც 18 საათიდანაა ჩანიშნული. 

გუშინ საღამოს გამართულ კონცერტზეც მაყურებლის წინაშე ბათუმელი ბენდები წარსდგნენ, მოგვიანებით კი განწყობაზე გელა გნოლიძე და  ღამის შოუ ბენდი ზრუნავდნენ. კონცერტი ელექტრონული მუსიკით გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყო და 7 იანვრამდე გაგრძელდება.  

კონცერტების პარალელურად მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები და საშობაო ბაზრობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი