ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში მორწმუნეები უკანასკნელ პატივს მიაგებენ რომის ყოფილ პაპს ბენედიქტ მე-16-ეს, რომელიც 95 წლისა გარდაიცვალა. ბენედიქტს წმინდა პეტრეს მოედანზე ტაძრის წინ მიაბარებენ მიწას.
ცერემონია დილის ათის ნახევარზე დაიწყება და მას რომის პაპი ფრანცისკე წარუძღვება, რაც მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად მოხდება, როცა მოქმედი პაპი მისი წინამორბედის დაკრძალვას წარუძღვება.
ბენედიქტი 600 წლის განმავლობაში პირველი პონტიფიკოსი იყო, რომელიც 2013 წელს თანამდებობიდან გადადგა.