ხულოში წინასაახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ვოკალური შემსრულებლების მონაწილეობით დრამატული თეატრის შენობაში დაიწყო, სადაც მაყურებლის წინაშე კულტურის ცენტრის გუნდები წარსდგნენ. ნაძვის ხის მიმდებარედ მოწყობილია სცენა, რომელიც ქართველი ესტრადის მომღერლებს დუეტ ,,ლეონსა“ და ,,ბანს“ დაეთმობა. ღონისძიებას გვიან ღამით ფოიერვერკი დაასრულებს.