რას გააკეთებდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თუ ციხის ნაცვლად უკრაინაში იქნებოდა? “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მის მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის გამოიყენებდა, რომ მუდმივად წინა ხაზზე იქნებოდა და დაეხმარებოდა უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. „თავს 100 პროცენტით უკრაინელად ვგრძნობ და ამით ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ”, – განაცხადა სააკაშვილმა.