საახალწლო კონცერტები ქედაში

29 დეკემბერი 2022, 18:03 554 ნახვა

საახალწლო კონცერტები გრძელდება ქედაში. ადგილობრივი ანსამბლებისა და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით კონცერტი ხვალ კულტურის სახლში გაიმართება. ხოლო წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება 3 იანვარსაა ჩანიშნული. საახალწლო პროგრამის ფარგლებში ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო და ფოტო სივრცეები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები და თოვლის ბაბუა იზრუნებს. იქნება მოსიარულე ორკესტრის შოუ. კონცერტს კი დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები გამართავენ. საახალწლო ღონისძიებები ქედაში 14 იანვრამდე გაგრძელდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში