უკრაინელი მეომრების შვილებმა შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

29 დეკემბერი 2022, 14:41 809 ნახვა

უკრაინაში საომარ ვითარებაში მყოფი მებრძოლის შვილებმა ბათუმში ქართველ ომის ვეტერანებთან ერთად შინდისის გმირების სახელობის სკვერში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ისაუბრეს შინდისის გმირების თავდადებაზე და მათთან დაკავშირებულ გმირულ ისტორიაზე. უკრაინელი მოზარდები ბათუმში უკვე მესამედ იმყოფებიან და სამშობლოში 3 იანვარს გაემგზავრებიან. პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ფონდი ,,ალილო 2015“ და პროექტი ,,ბავშვებს უნდათ მშვიდობაა“ .

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი