საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს შუახევში. შუახევის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილია საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვებისათვის მოწყობილია გასართობი სივრცეები, სადაც ზღაპრის გმირები და ანიმატორები პატარების განწყობაზე ზრუნავენ. მოეწყო ორკესტრის მსვლელობა. ღონისძიება გვიან ღამემდე გაგრძელდება, რომელიც დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდება. ღონისძიება "ახალი წლის დღეები საქართველოში" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება.