შუახევში დღეს საახალწლო კონცერტი გაიმართება

28 დეკემბერი 2022, 11:52 494 ნახვა

შუახევში დღეს საახალწლო კონცერტია დაგეგმილი. ამ წუთებში მუნიციპალიტეტის მთავარ ნაძვის ხესთან მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოების გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართება. საღამოს კი სცენა დედაქალაქიდან მოწვეულ მომღერლებს დაეთმობა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში