ბათუმის სპორტულმა ცენტრმა 2022 წელი შეაჯამა

26 დეკემბერი 2022, 20:06 1253 ნახვა

ბათუმის სპორტულმა ცენტრმა 2022 წელი შეაჯამა და ის ადამიანები დააჯილდოვა, რომლებმაც სპორტის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს. დაჯილდოებამდე სპორტული ცენტრის დირექტორმა განვლილ წელს, ცენტრის მიერ ჩატარებულ სპორტულ აქტივობებზე და 2023 წლის გეგმებზე ისაუბრა. 2022 წელს ბათუმის სპორტული ცენტრის ორგანიზებით სპორტის 15 სახეობაში 21 ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც 25 ათასამდე ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. წლის საუკეთესო ფედერაციად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია დაასახელეს, ჯილდო ფედერაციის პრეზიდენტს მაკა გიორგობიანს გადაეცა. დაჯილდოვდა ასევე ამპუტანტ ფეხბურთელთა საფეხბურთო გუნდი „ბათუმი“ და მისი მწვრთნელი დავით ხოსრუაშვილი. ბათუმის სპორტულმა ცენტრმა ასევე დააჯილდოვა სპორტული ჟურნალისტები.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი