აჭარის ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი 9 წლის წინ მიენიჭა

25 დეკემბერი 2022, 15:03 866 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი აჭარის ტელევიზიასა და რადიოს 9 წლის წინ სწორედ ამ დღეს მიენიჭა. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ტელევიზიის ბრენდირებული წიგნაკები, საახალწლო სათამაშოები, კალმები და საინფორმაციო ბუკლეტები მოქალაქეებს საჩუქრად გადასცეს. კანონში ცვლილება 2013 წლის 25 დეკემბერს შევიდა. მისი მიზანი დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება, საქმიანობის რეგულირება, გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უზრუნველყოფაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი