რატომ დადგეს და მალევე აიღეს შუახევში ნაძვის ხე? - განმარტებებს მუნიციპალიტეტის მერი აკეთებს. ომარ ტაკიძე ამბობს, რომ დამონტაჟებული ნაძვი არ შეესაბამებოდა სატენდერო პირობებს, აღმოაჩნდა სხვადასხვა სახის ხარვეზი, რის გამოც ნაძვი უკან დააბრუნეს და ახალი გამარტივებული შესყიდვით შეიძინეს. ნაძვის ხე შუახევში 28 დეკემბერს აინთება, მთავარ საახალწლო კონცერტში კი ადგილობრივი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.