ჩინეთში ერთ დღეში კოვიდით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა

24 დეკემბერი 2022, 12:29 558 ნახვა

ჩინეთში 20 დეკემბერს კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ვირუსით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. Bloomberg -ი ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა სხდომის პროტოკოლზე დაყრდნობით ავრცელებს. საერთო ჯამში, 20 დეკემბერს მოსახლეობის 18% დაინფიცირდა, კომისიის შეხვედრის ოქმში კი გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული. გამოცემის ცნობით, შემთხვევების მკვეთრი ზრდა, სავარაუდოდ გამოწვეულია ჩინეთის ხელისუფლების მიერ, შეზღუდვების მოხსნით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი