ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მონიტორინგის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.