სკოლის დირექტორობის მსურველების სერტიფიცირება იწყება. პროცესი ორეტაპიანია _ ესაა ტესტირება და განათლების სამინისტროში გასაუბრება. მოქმედი რეგულაციით, ტესტირება არ სჭირდება მოქმედი დირექტორების იმ ნაწილს, ვინც 2014 წლის გამოცდებზე სერტიფიცირების დოკუმენტი მიიღო. რესურსცენტრის ინფორმაციით, ბათუმის 27 სკოლიდან 19 დირექტორი სერტიფიცირებულია, დანარჩენები კი კონკურსში მონაწილეობას გეგმავენ. დარეგისტრირდნენ სხვა მსურველებიც, თუმცა უწყებაში ზუსტ მონაცემებს ვერ ასახელებენ, რადგან გამოცდებზე რეგისტრაცია ონლაინ მიმდინარეობდა. არც გამოცდის თარიღია ცნობილი. შერჩეულ კანდიდატებს სკოლებში სამეურვეო საბჭოები აირჩევენ. სკოლის დირექტორების სერტიფიცირების პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. სკოლების უმრავლესობას დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები ჰყავს.