შიმშილობის მე-8 დღეს დავით კირკიტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ სტაბილურია. მან მედიკოსების რჩევით შიმშილობა შეწყვიტა და კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. გვიან ღამით, პარლამენტის შენობაში მედიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მოთხოვნის საფუძველზე მივიდნენ. ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ კირკიტაძის ჯანმრთელობის ყველა პარამეტრი გაუარესებულია. საყურადღებოდ მიაჩნიათ ანა წითლიძის მდგომარეობაც. ამ დროისთვის პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, ანი წითლიძე და თემურ ჯანაშია შიმშილობენ.