სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელები ხულოში საახალწლო ნობათს წელსაც მიიღებენ. 27 საბავშვო ბაღში 600-ზე მეტ აღსაზრდელს ტკბილეული ხვალიდან დაურიგდება. ამისთვის თვითმმართველობამ 13 ათას ლარზე მეტი გამოყო. ხულოს ბაღებში წელს საშობაო არდაგეგები 23 დეკემბრიდან დაიწყება. საახალწლო ნობათებს აღსაზრდელები შუახევშიც მიიღებენ.