ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო კოვიდ 19-ის პანდემიის გლობალური დასასრულის გამოცხადება ჯერ ნაადრევია-აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ასეთი პოზიცია ჩინეთში არსებულმა ვითარებამ გამოიწვია. ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ქვეყანაში დაწყებული უპრეცედენტო პროტესტის გამო შეარბილა, რის შემდეგაც დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად მატულობს.