ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა. მაშველები 30-ზე მეტ სამხედროს ეძებენ, საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, ბორტზე ეკიპაჟის 100-ზე მეტი პირი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, 12 საათზე მეტია, რაც სამხედროებს ეძებენ. აღნიშნა, რომ მომხდარის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის ცნობილი არ არის და დაიწყება გამოძიება.
შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც წყალმა გემის ელექტროსადგურები დატბორა, რომელმაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.