თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს ტექნიკა გადასცა

18 დეკემბერი 2022, 11:45 530 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქეთის რესპუბლიკამ სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა.  მომარაგება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.

საქართველომ 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.

ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში