ჩინეთში კორონავირუსს 2023 წლის ბოლომდე შესაძლოა მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს, ამის შესახებ ამერიკული ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის ახალ პროგნოზშია აღნიშნული. მათი მოსაზრებით, ჩინეთში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლოა ინფიცირების რაოდენობის აფეთქება გამოიწვიოს.
პროგნოზის თანახმად, ვირუსი ე.წ პიკს დაახლოებით აპრილში მიაღწევს და ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი იქნება ინფიცირებული.
ცნობისთვის, ჩინეთმა მკაცრი კოვიდ შეზღუდვები დეკემბერში, საზოგადოების მხრიდან მასშტაბური პროტესტის შემდეგ გააუქმა.