საფრანგეთში, ლიონში ხანძრის შედეგად 10 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა. მძიმედ დაშავდა 4 ადამიანი. ადგილზე სამაშველო სამსახურის 170 თანამშრომელი და 65 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
7 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გვიან ღამით პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მთელ კორპუსზე გავრცელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.