საპროტესტო აქცია სტამბოლში

16 დეკემბერი 2022, 11:20 512 ნახვა

სტამბოლში მოქმედი მერის მხარდასაჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, ისინი თურქეთის პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის საწინააღდმეგო სლოგანებს სკანდირებდნენ.

აქციის მონაწილეები სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან მოქმედი მერის ექრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის მისჯის ფაქტს აპროტესტებდნენ. 

ცნობისთვის, ექრემ იმამოღლუს სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი და ორი წლითა და შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ვერდიქტი სააპელაციო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. დამტკიცების შემთხვევაში, იმამოღლუს მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალება.

აქციის მონაწილეებმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის ქემალ ათათურქის პორტრეტი გამოფინეს და განაცხადეს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი მის სეკულარულ პრინციპებს ღალატობს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში