მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით იგი დღეიდან მხოლოდ იმ საკვებს მიიღებს, რომელსაც ოჯახის წევრები შეუტანენ. ,,მიზეზი არის ის, რაც გუშინ ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მოწამლული არის სისტემაში, პენიტენციურ დაწესებულებაში“ - თქვა კლინიკიდნ გამოსულმა ადვოკატმა.
ამის გარდა როგორც საააკშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, კადრების გასაჯაროებაზე ნებართვა ყოფილი პრეზიდენტისგან არავის აუღია, ამიტომ მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, როგორ მოიპოვა იუსტიციის მინისტრმა ეს კადრები.
ცნობილი გახდა ასევე, რომ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ მათ სარჩელი შეაქვთ.
დღესვე მიხეილ სააკაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ მას ვერ გატეხენ და, რომ ნურავინ ეცდება მედიკოსებზე გადაიტანონ პასუხისმგებლობის ისრები.